კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენს ვებგვერდზე. PROFIX.GE არის ინოვაციური ინტერნეტ - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი დარგის სპეციალისტების ყველაზე დიდ და მრავალფეროვან ბაზას. ამ გვერდის ოფიციალურ მფლობელს წარმოადგენს კომპანია „პრო გრუპი“ (ს/კ:404506753). გვერდის გამოყენების წესები მოიცავს წესებსა და დებულებებს, რომლებიც შემდგომში განაპირობებენ თქვენს მიერ ამ ვებგვერდის   ხელმისაწვდომობასა და გამოყენების შესაძლებლობას. თქვენს მიერ ნებისმიერ დროს საიტის გამოყენება რეგულირდება საიტით სარგებლობის წესების დებულებებით დროის ყოველი მონაკვეთისათვის (შეიძლება დროდადრო წარმოდგენილი იყოს წესების სახეშეცვლილი ვარიანტი) და ექვემდებარება მოქმედ კანონებს, წესებსა და რეგულაციებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საიტის მოხმარების პირობებსა და დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.



  1.    დებულებაში მოცემულ აღნიშვნების განმარტებები

ტერმინის ქვეშ - “ჩვენ“ იგულლისხმება „პრო გრუპი“ და მისი წარმომადგენლობა, ხოლო ტერმინის ქვეშ - „თქვენ“ იგულისხმება კომპანია „პრო გრუპი“-ს ვებგვერდით (PROFIX.GE) მოსარგებლე პირები (დამკვეთი, შემსრულებლები).



  1.    თანხმობის პირობები:

2.1    თქვენს მიერ ამ გვერდზე სტუმრობით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ქვემოთ მითითებულ საიტით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

 

2.2   საიტის გამოყენების პირობები ჩვენს მიერ ნებისმიერ დროს ექვემდებარება შეცვლას, ამ ცვლილებების შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე;

 

2.3    საიტით სარგებლობის მიმდინარე პირობებზე დათანხმებით, თქვენ აცხადებთ ასევე პასუხისმგებლობას პერიოდულად შეამოწმოთ საიტის გამოყენების წესებში შეტანილი ცვლილებები და/ან განახლებები. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩვენ, ჩვენის მხრივ ვეცდებით ცვლილებების შესახებ შეტყობინების განთავსებას განცხადების სახით;

 

2.4 ცვლილებების ნახვის შემდეგ თქვენი მხრიდან საიტის გამოყენება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენ ეთანხმებით გამოყენების წესებსა და პირობებს.

 

  1.      საიტის გამოყენება

3.1     აკრძალულია რამდენიმე ანგარიშის ფლობა. შემსრულებელს  აქვს უფლება იქონიოს მხოლოდ ერთი ანგარიში.

3.2  ვებგვერდზე შესვლითა და სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, შემდგომშიც მოწოდებული ინფორმაცია ასევე იქნება უტყუარი;

3.3 აკრძალულია ყველა ის ქმედება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები.

3.4  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განათავსებთ რაიმე სახის ინფორმაციას ფოტოს, ვიდეოს, კომენტარისა თუ პოსტის სახით,  იძლევით გარანტიას იმის თაობაზე, რომ თქვენს მიერ განთავსებული ინფორმაცია არ იქნება ცილისმწამებლური, არ დაარღვევს სხვათა ქონებრივ თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს, საჯაროობის უფლებებს, არ იქნება მესამე მხარესთან დავის წამოწყების საბაბი;

3.5   ასევე აკრძალულია საიტის გამოყენება რასობრივი, სხვათა შეურაცმყოფელი თუ შემავიწროვებელი მიზნებით;

3.6  ამ პიროების დარღვევის შემთხვევაში, საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ;  

 

  1.     წვდომა საიტზე

4.1 მიუხედავად საიტის გამოყენების წესების ზედმიწევნით დაცვისა თქვენი მხრიდან, ჩვენ, შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენს მიერ, საიტის გამოყენების შეჩერების, შეზღუდვის ან შეწყვეტის  შესახებ ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გამოგზავნის გარეშე.



  1.     პირობები

5.1 აღნიშნული საიტის გამოყენების პირობები ძალაშია მანამ, სანამ თქვენ სარგებლობთ ვებგვერდით ან  ხართ დარეგისტრირებული;

5.2    თქვენი მხრიდან, ისევე როგორც ჩვენი მხრიდან, შესაძლებელია რეგისტრაციის გაუქმება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით წინასწარ შეტყობინების გამოგზავნის გარეშე;

5.3    გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ კვლავ განაგრძობთ საიტით სარგებლობას, საიტის გამოყენების წესები და ნორმები კვლავ ძალაში რჩება .

 

  1.    კანონმდებლობა

 

აღნიშნული ვებგვერდის მოხმარების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად მხარეთა შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, გადაეცემა საქართველოს სასმართლოს.



  1.     ვებგვერდი და მისი მომსახურება (განკუთვნილია შემსრულებლისთვის):

 

7.1 ვებგვერდი აძლევს საშუალებას ნებისმიერ დარგის სპეციალისტს (საიტზე ჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით) გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია ან/და ჩვენი თანამშრომლების დახმარებით დარეგისტრირდეს ჩვენს ვებგვერდზე;

 

7.2   ვებგვერდზე რეგისტრაცია და ანკეტის (პროფაილის) განთავსება არის უფასო;

 

7.3   დარეგისტრირებულ სპეციალისტს (შემსრულებელს) აქვს უფლება ჩვენი საიტის მეშვეობით მიიღოს შეკვეთები საიტის მომხმარებლებისგან (დამკვეთები);

 

7.4 ვებგვერდის მომსახურების საკომისიო შეადგენს ჩვენი საიტის მეშვეობით, შემსრულებლის მიერ მიღებული და შესრულებული ყოველი შეკვეთის ღირებულების 25%-ს (მინ. 1 ლარი), რომელსაც შემსრულებელი ჩარიცხავს „პრო გრუპი“-ს საბანკო ანგარიშზე;

 

 

7.5 გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ ვებგვერდის წარმომადგენელის და შემსრულებელის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შემუშავებულ იქნას ჩვენი ვებგვერდით მომსახურეობის საკომოსიოს დათვლის და გადახდის ალტერნატიული გზა.

 

7.6 გადაუხდელობის შემთხვევაში დაიბლოკება თქვენი ანგარიში (პროფაილი) ხოლო შემდგომ წაიშლება.



  1.     ვებგვერდი და მისი მომსახურება (განკუთვნილია დამკვეთისთვის):

 

8.1 ჩვენი ვებგვერდის სერვისის სარგებლობისთვის მომხმარებლისთვის (დამკვეთისთვის) დარეგისტრირება საჭირო არ არის;

 

8.2   თქვენ გაქვთ საშუალება უბნის, სპეციალობის და კონკრეტული მომსახურეობის მიხედვით აირჩიოთ სპეციალისტი სახლში მოსვლით, ან სამუშაო ადგილზე დახვედრით;

 

8.3 მომსახურების საფასური მითითებულია სპეციალისტის ანკეტაში. სპეციფიური მომსახურების შემთხვევაში შესაძლებელია სპეციალისტთან თანხაზე ტელეფონის მეშვეობით მოლაპარაკება;

 

8.4   ჩვენ საიტის მომხმარებლისგან (დამკვეთისგან) არანაირ საკომისიოს არ ვიღებთ;

 

8.5 ჩვენი დამკვეთს ვაძლევთ საშუალებას ვებგვერდზე განთავსებული სპეციალისტების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან, ობიექტური შეფასებების და რეიტინგების მიხედვით აარჩიოს კვალიფიციური სპეციალისტი.

 

8.6  ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას შემსრულებლის მიერ უხარისხო ან არაკეთილსინდისიერად შესრულებული მომსახურეობის შემთხვევაში. აღნიშნული ფაქტი (არაჯეროვნად შესრულება) აისახება სპეციალისტის პირად გვერდზე დაბალი სარეიტინგო შეფასებების და უარყოფითი ხასიათის კომენტარის სახით, რომელსაც ჩვენ მოგვაწვდის დამკვეთი.



*. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ჩვენი მომსახურების შესახებ. კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@profix.ge ან დაგვირეკეთ 595-610002.

 

პატივისცემით,

 

პრო გრუპი“-ს ადმინისტრაცია