ლევან თ.


ID: 1974
ინგლისური ენა
არჩევა

ან დაგვიკავშირდით
(+995) 595 610 002
  • 10
    რეიტინგი
  • 1
    შეფასება

სერვისები:

  • სასაუბრო ინგლისური ენა
    10 სთ

სასურველი უბანი

განათლება:

განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე, რომლის დროსაც ამერიკელი პროფესორები აიოვას უნივერსიტეტიდან გვიკითხავდნენ ლექციებს.

გამოცდილება:

მაქვს ინგლისური ენის სწავლების მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება. ვასწავლი ენას შემდეგი კუთხით: ზოგადი, საკომუნიკაციო ინგლისური ენის სწავლის მსურველები გაივლიან HEADWAY-ს სისტემას, რომელიც გახლავთ მსოფლიოში აპრობირებული და აღიარებული ბრიტანული სისტემა. ამ სისტემის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით გახლავთ ის, რომ HEADWAY-ს სისტემის მეშვეობით მოწაფე ენას ითვისებს სწრაფად, ეფექტურად, უმტკივნეულოდ და ხალისით! ამერიკასა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში სწავლის გაგრძელების მსურველები გაივლიან TOEFL - Test of English as a Foreign Language კურსს. აგრეთვე ჩემთან გაივლით ტესტთან მიდგომის ფსიქოლოგიურ მეთოდებს და სწორ მიდგომებს, რაც ინგლისურის ცოდნის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მნიშვნელოვნად ზრდის გამოცდაზე მაღალი ქულის მიღების ალბათობას. ასევე შესაძლებელია აბიტურიენტების მომზადება ინგლისურ ენაში ეროვნული გამოცდებისთვის

სერტიფიკატები:

ჩემ შესახებ:

გამარჯობა, მე ვარ ლევანი) უკვე მრავალი წელია რაც ვასწავლი ინგლისურ ენას როგორც ზოგადი ენის შესწავლის, ასევე TOEFL-ის ტესტის ჩაბარების მსურველთათვის. დატვირთული გრაფიკი მაძლევს საშუალებას, რომ ორიენტირებული ვიყო არა მოწაფეების რაოდენობაზე, არამედ სწავლების ხარისხზე. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ თუ მოწაფე ზუსტად შეასრულებს იმ დავალებებს რომელსაც მივცემ სახლში სამეცადინოდ და ზედმიწევნით გაითვალისწინებს ჩემს მიერ მიცემულ მითითებებსა და რჩევებს, მაშინ გამოცდის დროს წარმატების ან სასაუბრო ენის კარგად დაუფლების ალბათობა ძალიან დიდია. ნებისმიერ შემთხვევაში ამ წლების განმავლობაში უკმაყოფილო მოწაფე ან მშობელი ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა :).

დამატებითი ინფორმაცია:

ინგლისურის სწავლების გარდა სხვა საქმიანობებითაც ვარ დაკავებული. მაგალითად ვარ ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენი პროგრამა ახალგაზრდა ფერმერებს აძლევს საშუალებას, რომ ამერიკაში მიიღონ პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება. მიყვარს მუსიკა. ვუკრავ გიტარაზე. თავისუფალ დროს ბას-გიტარაზე ვუკრავ ბლუზ ბენდში. ჩემი მოწაფეები არაერთხელ ყოფილან სტუმრები ჩვენს კონცერტებზე. მოკლედ, ჩემთან ძნელია რომ მოიწყინოს ადამიანმ
10
1
9
0
8
0
7
0
6
0
5
0
4
0
3
0
2
0
1
0
არჩეული სპეციალისტები
  • 0
  • 1

არჩეული სპეციალისტები

სპეციალისტი წაიშალა